ხვალ, 22 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს პროკურატურაში უცხოელი დიპლომატებისთვის პრეზენტაცია გაიმართება.
შეხვედრას დაესწრებიან მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე, ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი მაია სიდამონიძე, საქართველოში აკრედიტებული დიპომატები. შეხვედრის თემაა "ნულოვანი ტოლერანტობიდან სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციამდე".