ავიაკომპანია Air France -მა და "აზერბაიჯანის ავიახაზებმა" (AZAL) ავიარეს ბაქო-პარიზი-ბაქოს ერთობლივ ექსპლუატაციაზე ხელშეკრულება გააფორმეს.
შეთანხმების თანახმად, 22 თებერვლიდან Air France და AZAL პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან ბაქოს მიმართულებით ავიარეისებს განახორციელებენ. აღნიშნული შეთანხმება Air France შესაძლებლობას აძლეს, აზერბაიჯანისა და საფნარგეთის დედაქალაქების მიმართულებით, თავის მგზავრებს სამი ყოველკვირეული რეისი შესთავაზოს, რის საფუძველზეც AZAL დამატებით მგზავრთნაკადს მიიღებს.
რეისი ბაქო-პარიზი ყოველ სამშაბათსა და კვირას 08:00 საათზე, პარასკევს კი 19:00 საათზე ავიალაინერ Airbus A319 -ის მშევეობით განხორციელდება.
Airbus A319 114 ადამიანზეა გათვლილი, საიდანაც 24 ბიზნესკლასი, ხოლო 90 ეკონომ კლასია. ბილეთის ფასი ორივე მიმართულებით 470 აზერბაიჟანული მანათია.