უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ჰეორჰი ტიხი უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას ეხმიანება.
„ისე საუბრობთ, ზედიზედ მეხუთე წელია, თითქოს ომს მოიგებთ.
რეალობა: თქვენ დაიწყეთ აგრესიული ომი იმ იმედით, რომ სწრაფად მოიგებდით, მაგრამ 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 1.3 მილიონი ადამიანის დაკარგვის მიუხედავად მიზნებს ვერ მიაღწიეთ; თქვენი ნელი წინსვლა შეჩერდა და ომი უკვე თქვენს ტერიტორიაზე დაბრუნდა.
კი, როგორ არა, ეს ნამდვილად გამარჯვებას ჰგავს", - წერს ტიხი.
ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინმა პარტია „ედინაია როსიას“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტის ყველა მიმართულებით უკან იხევენ და ამის გამო ისინი ტერორისტული მეთოდების გამოყენებაზე გადადიან.