დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, რომელიც თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება, განაცხადა, რომ დაინტერესებულია ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტის დაკავებით.
ამის შესახებ გამოცემა Observer იუწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობა, რომელსაც ამჟამად მარკმ რუტე იკავებს, 2028 წელს გათავისუფლდება, თუ მისი უფლებამოსილება ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის შეთანხმებით არ გახანგრძლივდება.
Observer-ის ცნობით, სტარმერს ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შანსის მისაღებად ბრიტანეთის მთავრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მოპოვება მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თანამდებობას ფორმალური კენჭისყრის გარეშე იკავებენ, კანდიდატურაზე ნატო-ს 32-ვე წევრი ქვეყნის პოლიტიკური თანხმობაა საჭირო.
გამოცემა ვარაუდობს, რომ სტარმერს 32 ქვეყნის მხარდაჭერის მოპოვება გაუჭირდება, რადგან პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევა მის ძლიერ მხარედ არ მიიჩნევა.
22 ივნისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტზე კონკურსი ოფიციალურად მხოლოდ ივლისში დაიწყება, ენდი ბერნემი დიდი ბრიტანეთის მომდევნო პრემიერ-მინისტრობის მთავარ კანდიდატად მიიჩნევა.