ტაბახმელაში მანქანაში ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პედაგოგია და მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით სკოლაში წავიდა, თუმცა გაკვეთილების ჩასატარებლად არ მისულა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.