შვედეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, შვედეთი დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებას სრულად იზიარებს და მიესალმება.
„ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ეუთო-ს ძირეულ პრინციპებსა და ვალდებულებას წარმოადგენს.
შვედეთი მიესალმება საქართველოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები“, - ნათქვამია განცხადებაში.