საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტს'' შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმი გაფორმდება.
მხარეთა თანამშრომლობა მიმართულია აგრარულ უნივერსიტეტში კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისა და განვითარებისკენ;
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები განახორციელებენ მიზნობრივ პროექტებს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, აქტირუად ითანამშრომლებენ საქართველოში ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის დაარსების პროექტის ფარგლებში.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის'' თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე და საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოცირიძე.
მემორანდუმს ხელი მოეწერება საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში დღეს, 7 თებერვალს 13:00 საათზე.