“ქართული ოცნების” ლიდერები ქართველები არ არიან - ისინი პუტინის სამსახურში მყოფი რუსები არიან , - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.
“ქართული ოცნების” ლიდერები ქართველები არ არიან - ისინი პუტინის სამსახურში მყოფი რუსები არიან. რუსეთმა ვერ მოახდინა 2008 წელს მთლიანი საქართველოს ოკუპაცია - სამაგიეროდ, ეს “რუსულმა ოცნებამ” გააკეთა თბილისის აღებით. დღეს რუსები საქართველოში თავის კონტროლს აძლიერებენ და ქვეყანას ბელარუსად აქცევენ და, მოგვიანებით, რუსეთად”, - წერს პავილიონისი.