უსამშობლოებსაც დედა ეტირებათ, ეს იცოდეთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ "ქართული ოცნების" ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"20 იანვრის მერე, ეს უსამშობლოები რომ ფინანსდებოდნენ აქ, ვინც ლგბტ პროპაგანდას მხარს უჭერდა, ვინც ეკლესიის წინააღმდეგ იბრძოდა. შენ [ფორმულას ჟურნალისტს], ვიცი, დაკვეთა გაქვს, რომ არ მალაპარაკო სიმართლე, მაგრამ მაინც მოგიწევს. [...] კიდევ ვიმეორებ - ლგბტ პროპაგანდა არასდროს არ იქნება საქართველოში, არც ეკლესიის წინააღმდეგ არ დაფინანსდება არცერთი მოძრაობა და უსამშობლოებსაც დედა ეტირებათ, ეს იცოდეთ", - თქვა ზარქუამ.