პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ხუთშაბათს ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა, ევროპა და შეერთებული შტატები უნდა იყვნენ ერთიანები და ერთად ჩაერთონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
პოლონეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოსტას, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს და გერმანიის კონსერვატიული ოპოზიციის ლიდერს ფრიდრიხ მერცს.
ტუსკმა აღნიშნა, რომ ამ საუბრების შემდეგ გზავნილი ნათელია: უკრაინა, ევროპა და შეერთებული შტატები სრულად უნდა იყვნენ გაერთიანებულნი და მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინაში ომის დარეგულირების შესახებ.
ამ საუბრის შემდეგ ევროპაში გაჟღერდა შეშფოთება, რომ შეეცდებოდნენ სამშვიდობო შეთანხმების დადებას ევროკავშირისა და უკრაინის ზურგს უკან.