აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ენდრიუ პაზდერს ევროკავშირში აშშ-ის მომავალ ელჩად განიხილავს.
პაზდერი სწრაფი კვების რესტორნების ქსელის Carl's Jr и Hardee's-ის დედობილი კომპანიის CKE Restaurants-ის ყოფილი გენერალური დირექტორია.
ტრამპის თქმით, პაზდერი შეასრულებს დიდ საქმეს ამერიკის ინტერესების წარმომადგენლად ევროკავშირში.
„აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე, 17- წლიანი ყოფნის პერიოდში ენდიმ კომპანია სერიოზული ფინანსური სირთულეებიდან გამოიყვანა, რამაც მას საშუალება მისცა გადარჩენილიყო, გამხდარიყო ფინანსურად სტაბილური და განვითარებულიყო. ენდი შესანიშნავად დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ამ მნიშვნელოვან რეგიონში. გილოცავ ენდი", - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ში.
ტრამპმა პაზდერი 2017 წელს შრომის დეპარტამენტის მდივნად დაასახელა, მაგრამ ამ პოსტზე დანიშვნა ჩაიშალა პაზდერის წინააღმდეგ მისი ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებების გამო.