უკრაინული მედიის ცნობით, 23 იანვარს, გამთენიისას რუსეთმა ზაპოროჟიეზე მორიგი იერიში მიიტანა. ერთი ადამიანი დაიღუპა, 24 დაშავდა, მათ შორის ორი თვის ბავშვი.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, ზაპოროჟიეში ოთხი აფეთქების ხმა გაისმა.
საჰაერო განგაში იყო კიევშიც. დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, კიევში მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.