აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აფრთხილებს რუსეთს, რომ მძიმე ეკონომიკურ ზომებს მიიღებს, თუ პრეზიდენტი პუტინი სწრაფად არ დაასრულებს "აბსურდულ ომს" უკრაინაში.
"თუ ჩვენ არ მივაღწევთ შეთანხმებას უსწრაფესად, სხვა გზა არ მექნება, გარდა იმისა, რომ დავაწესო სანქციები, მაღალი გადასახადები და ტარიფები ყველაფერზე, რასაც რუსეთი ყიდის აშშ-ში და ასევე სხვა მონაწილე ქვეყნებს. მოდით, ეს ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, დავასრულოთ", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთისთვის ზიანის მიყენება მას არ სურს, თუმცა სხვა გზა არ დარჩება, თუ ომი არ დასრულდება.
"მე არ მინდა, ტკივილი მივაყენო რუსეთს. მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის მოგებაში დაგვეხმარა, თითქმის 60 მილიონი სიცოცხლე დაკარგა ამ პროცესში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მე ვაპირებ, რუსეთს, რომლის ეკონომიკაც იშლება, პრეზიდენტ პუტინს ძალიან დიდი სამსახური გავუწიო. ახლავე მოაგვარეთ და შეწყვიტეთ ეს აბსურდული ომი", - აცხადებს ტრამპი.