ტელეკომპანია "ფორმულა" აქვეყნებს იმ პირთა ვინაობას, რომელთა მიმართაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვა ამოქმედდა.
გერმანიის სავიზო შეზღუდვის სანქციის ქვეშ მოხვდნენ:
ვახტანგ გომელაური - შსს-ს მინისტრი;
ვაჟა სირაძე - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი;
ზვიად ხარაზიშვილი - შსს-ის გდდ-ის უფროსი;
მირზა კეზევაძე - გდდ-ს მოადგილე;
თეიმურაზ კუპატაძე - შსს-ს კრიმპოლის უფროსი;
ლაშა ჯოხაძე - შსს-ს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი;
თეიმურაზ კალანდაძე - შსს-ს კახეთის პოლიციის უფროსი;
ლაშა სალუქვაძე - შსს-ს ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი.
დიმიტრი სამხარაძე - პარლამენტის წევრი;
2024 წლის 31 დეკემბერს გერმანიამ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების 9 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე.