გამოცემა Anadolu-ს ცნობით, თურქეთის ბოლუს პროვინციაში, ქართალქაიას სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 76 ადამიანი ემსხვერპლა, 51 კი დაშავდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი ერლიკაიას თქმით, ადგილზე სხვადასხვა სამთავრობო უწყების 267 თანამშრომელი მუშაობდა, რომლებიც ხანძრის ჩაქრობასა და სამაშველო სამუშაოებს ატარებდნენ.
პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ დაადასტურა, რომ ის ცეცხლი თავდაპირველად რესტორნის იატაკს გაუჩნდა. უბედური შემთხვევის დროს, სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.
მიმდინარეობს გამოძიება.
ქართალქაიას სათხილამურო კურორტი, რომელიც მდებარეობს ქოროღლუს მთების მწვერვალზე, პოპულარული ადგილია დამსვენებლებისთვის. კურორტი სტამბოლიდან 270 კილომეტრში მდებარეობს.