თბილისში, საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა, პროტესტის ნიშნად ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბები გაიკეთეს.
პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეები არ აღიარებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც, მათი თქმით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს. საუბარია აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვაზე.
აქციის მონაწილეები, ფილარმონიიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. მსვლელობის მონაწილეები ისვრიან ფოიერვიერკებსაც.