აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფიცის დადების ცერემონია უამინდობის გამო, 20 იანვარს, აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას FoxNews-ის ქართველი კორესპონდენტი, ნანა საჯაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"Confirmed:
უამინდობის გამო, ინაუგურაცია - უშუალოდ ფიცის დადების ცერემონია - კონგრესის შენობაში გაიმართება.
კაპიტოლიუმის შენობიდანვე მიმართავს პრეზიდენტი ტრამპი ერს.
ინაუგურაციის დღეს ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე ცივ ამინდს ელოდებიან.
კონგრესის შენობაში გაიმართა ინაუგურაცია 1985 წელს. მაშინაც, უამინდობის გამო, პრეზიდენტმა რეიგანმა ფიცი შენობაში დადო." - წერს ნანა საჯაია.