ვგმობ "ქართული ოცნების" მთავრობის მიმდინარე ძალადობას... ზვიად ქორიძეზე თავდასხმა ადასტურებს მტრულ დამოკიდებულებას დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების მიმართ, - აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სენატორი ჯინ შაჰინის განცხადებას ავრცელებს.
"მე ვგმობ "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მათი პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ მიმდინარე ძალადობას. ბოლო თავდასხმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თანამშრომელ ზვიად ქორიძეზე ადასტურებს მტრულ დამოკიდებულებას დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების მიმართ," - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.