რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას.
რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი ჩაანაცვლებს ამჟამად მოქმედ შეთანხმებას ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების საფუძვლებისა და თანამშრომლობის პრინციპების შესახებ, რომელსაც ჯერ კიდევ 2001 წელს მოეწერა ხელი.
ახალი შეთანხმების შემუშავებაზე მხარეები 2022 წლიდან მუშაობდნენ.
ორივე რეჟიმს, რუსეთსაც და ირანსაც დასავლეთმა ბოლო ხანების განმავლობაში მძიმე სანქციები დაუწესა, მათ შორის, ისეთი კრიტიკული მნიშვნელობისთვის ინდუსტრიებზე, როგორებიცაა ენერგეტიკა და საბანკო და საფინანსო სისტემები.
პუტინმა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გასული წლის ნოემბერში ჩრდილოეთ კორეასთანაც მოაწერა ხელი.