შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საქართველოსთან კონტაქტს წყვეტს. ინფორმაციას შვედეთის პარლამენტის წევრი, გუსტავ გოტბერგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"შვედეთის-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა გადაწყვიტა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან. ჯგუფი ეწინააღმდეგება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ დანიშვნას და საქართველოს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ", - წერს გოტბერგი.