აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კინოვარსკვლავები და მისი მხურვალე მხარდამჭერები სილვესტერ სტალონე, მელ გიბსონი და ჯონ ვოიტი დანიშნა "ელჩებად" ჰოლივუდში, რათა კინოინდუსტრია "კიდევ უფრო ძლიერი გახდეს, ვიდრე ოდესმე ყოფილა".
ამ მსახიობების შეხედულებები წინააღმდეგობაში მოდის მათი კოლეგების უმეტესობის შეხედულებებთან, რომლებიც ტრადიციულად დემოკრატიულ პარტიას უჭერენ მხარს.
"ჩემთვის პატივია განვაცხადო, რომ ჯონ ვოიტი, მელ გიბსონი და სილვესტერ სტალონე იქნებიან სპეციალური ელჩები დიდ, მაგრამ ძალიან პრობლემურ ჰოლივუდში, კალიფორნიაში", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
"ისინი გახდებიან ჩემი სპეციალური წარმომადგენლები ჰოლივუდში, რომელმაც ბოლო 4 წელში უცხო ქვეყნებთან დაკარგა ბიზნესის დიდი ნაწილი, მათი მიზანია გახადონ ჰოლივუდი უფრო დიდი, ძლიერი, უკეთესი, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა", - დასძინა მან.
მისი თქმით, ჰოლივუდისთვის, ისევე როგორც მთელი ქვეყნისთვის, ოქროს ხანა დადგება.