პროტესტის 50-ე დღეს თბილისში მეთევზეების, მონადირეებისა და მოლაშქრეების მარში მიმდინარეობს. "ყველგან ბრაკონიერი, არსად თევზი"; "89 ბრაკონიერი პარლამენტში" - ამ შინაარსის წარწერიანი პლაკატებით ისინი ამ წუთებში რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
საყოველთაო, სახალხო პროტესტის მონაწილეები უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.