დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს ხელი მოაწერეს 100-წლიანი პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი კავშირების გაღრმავებას, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში.
შეთანხმება ასევე მოიცავს თანამშრომლობას მეცნიერების, ენერგეტიკისა და ვაჭროების სფეროებში. იგი მიზნად ისახავს სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას ბალტიის, შავ და აზოვის ზღვებში უსაფრთხოების განმტკიცებისა და რუსული აგრესიის შეკავების მიზნით.
"დღეს მართლაც ისტორიული დღეა. ჩვენი ურთიერთობები იმაზე უფრო მჭიდრო გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - თქვა ზელენსკიმ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე, კირ სტრამერმა განაცხადა, რომ ლონდონი კიევს გადასცემს ახალი თაობის მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელიც მორგებული იქნება უკრაინის საჭიროებებზე".
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ლონდონი მონაწილეობას მიიღებს უკრაინისთვის სამომავლო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.
კირ სტრამერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ეწვია უკრაინას. თუმცა, იგი 2023 წელს, როგორც ოპოზიციის ლიდერი, უკრაინაში ჩავიდა.