ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა "საპოჟნიკიც" კი არ შეხვდება ამათ - ამბობს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ტვ პირველთან".
ელისაშვილის თქმით, რომ ივანიშვილის გუნდს საერთაშორისო არენაზე არავინ არ დაელაპარაკება.
"როდესაც ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ამყარებენ, როდესაც ირანში რამდენი ვინმე მოკვდა, იმდენი კუბოს თავი ურახუნეს და გინდა ლობიზმში დახარჯე, გინდა ნუ დახარჯავ, უკვე მაგ დროს ძალიან წითელ ხაზებს ავლებ. ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა "საპოჟნიკიც" კი არ შეხვდება ამათ, ისეთ დღეში არიან. არავის პროფესიას არ ვაკნინებ, მაგრამ ამათ გამორიცხულია ვინმე შეხვდეთ, სასტუმროს წინ რომ შვეიცარები დგანან ისინი არ მიესალმებიან უცხოეთში რომ წავიდნენ. ესენი ისეთი ძონძები გახდნენ, სანქციების გრძელდება და ფართოვდება და უკვე დაუწყეს "ოცნებას" ისე ლაპარაკი, როგორადაც იმსახურებენ", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
როგორც ცნობილია, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას, რომელიც 20 იანვარს გაიმართება, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება. საქართველოს მთავრობის წევრები ტრამპის ინაუგურაციაზე არ მიუწვევიათ.