სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაამტკიცოს კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად. სომხური მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 9 იანვარს გამართულ მთავრობი სხდომაზე მიიღეს.
ახლა ეს დოკუმენტი დასამტკიცებლად ქვეყნის პარლამენტს გადაეგზავნება.
მთავრობის ინფორმაციით, კანონპროექტის დამტკიცება „უფრო რეალისტურს გახდის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა მოლოდინებს ქვეყნის ევროკავშირის სრულფასოვან გაწევრიანასთან დაკავშირებით“ და ასევე შექმნის სამუშაო გარემოს ამ საკითხის განსახილველად.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი არ გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოქალაქეებმა რეფერენდუმის გზით უნდა მიიღონ.
გასულ წელს, ევროკავშირმა სომხეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოვების გადაწყვეტილება მიიღო.
სექტემბერში სომხეთმა და ევროკავშირმა დაიწყეს მოლაპარაკებები უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ.