რუსეთის სამთავრობო სააგენტო "რია ნოვოსტი" წერს, რომ დონეცკი-გორლოვკას ავტომაგისტრალზე უკრაინული დრონის დარტყმის შედეგად „იზვესტიას“ კორესპონდენტი ალექსანდრ მარტემიანოვი დაიღუპა და რუსული მედიის კიდევ 5 წარმომადგენელი დაიჭრა.
სააგენტოს განცხადებით, „იზვესტიას“ კორესპონდენტი ალექსანდრ მარტემიანოვი დაიღუპა მაშინ, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონი დაეჯახა სამოქალაქო მანქანას დონეცკი-გორლოვკას ავტომაგისტრალზე დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
დაჭრილებს შორის არიან „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტები მაქსიმ რომანენკო და მიხაილ ქევხიევი.
სააგენტო აღნიშნავს, რომ დაშავებული ჟურნალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.