იაპონური მედიის ინფორმაციით, 116 წლის ასაკში გარდაიცვალა იაპონელი ქალი ტომიკო იტოოკა, რომელიც მსოფლიოში უხუცეს ადამიანად მიიჩნეოდა.
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK იტყობინება, რომ ტომიკო იტოოკა 29 დეკემბერს, ხანდაზმულთა სახლში, ჰიოგოს პრეფექტურაში გარდაიცვალა.
იტოოკა 1908 წლის 23 მაისს ოსაკაში დაიბადა. მას ოთხი შვილი და ხუთი შვილიშვილი ჰყავდა.
გინესის მსოფლიო რეკორდებმა იტოოკა ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად 2024 წლის აგვისტოში დაასახელა მას შემდეგ, რაც 117 წლის ასაკში ესპანელი მარია ბრანიას მორერა გარდაიცვალა.
2024 წლის სექტემბერის მონაცემებით, იაპონიაში 100 წელს გადაცილებული 95 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა 88% ქალი იყო.
ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად, ვისაც ოდესმე უცხოვრია, ჟანა ლუიზა კალმენტი მიიჩნევა საფრანგეთიდან, რომელიც 1997 წლის აგვისტოში 122 წლისა და 164 დღის ასაკში გარდაიცვალა.