უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განახლებული ინფორმაციით, ბოლო იერიშის დროს უკრაინულმა Magura V5-ის ტიპის საზღვაო დრონმა ორი რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდო.
„დაზუსტებული მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმატებული ოპერაციის შედეგად შავ ზღვაში, დროებით ოკუპირებულ ყირიმთან, 2024 წლის 31 დეკემბერს, 13 ჯგუფის სპეცრაზმმა Magura V5 საზღვაო ძალების გამოყენებით. რაკეტებით აღჭურვილმა დრონებმა გაანადგურეს ორი რუსული ვერტმფრენი Mi-8“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
აღნიშნულია, რომ წინასწარი ინფორმაციით, ლიკვიდირებულია მტრის ორივე ბორტის ეკიპაჟებიც.
კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი დაზიანდა და ჩამოგდების შემდეგ დაშვება მოახერხა.