საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც პატრიარქი ილია II მისი აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავზე ეპისკოპოსების გარემოცვაში იმყოფება. საპატრიარქოს ცნობით, 6 იანვარს გამოქვეყნებული ვიდეო 2024 წლის 25 დეკემბერსაა გადაღებული.
„ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ეპარქიები გავხსენით უცხოეთში, ეპისკოპოსები გვყავს იქ: ამერიკაში, ინგლისში და ევროპაში. ეს უნდა გაძლიერდეს იმიტომ, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ და ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა. ჩვენ გვინდა, რომ შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი; უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე ჩვენით. გისურვებთ დიდ წარმატებებს. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობელი ვარ მოლოცვისთვის, ღმერთი ჩვენთან არის, მეც თქვენთან ერთად ვარ, თქვენ ჩემთანა ხართ“, - თქვა ილია მეორემ.