სასამართლო აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განაჩენს პორნოვარსკვლავის მოსყიდვის საქმეზე 10 იანვარს გამოაცხადებს. იუწყება Reuters
ნიუ-იორკის შტატის მოსამართლემ ხუან მერჩანმა მანჰეტენზე უარყო შუამდგომლობა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების შესახებ, თუმცა მან ნათლად განაცხადა, რომ არჩეული პრეზიდენტი გისოსებს მიღმა არ დარჩებოდა.
მოსამართლემ თქვა, რომ 78 წლის ტრამპს შეუძლია განაჩენის გამოცხადებას დაესწროპს პირადად ან ონლაინჩართვის მეშვეობით.
Reuters აღნიშნავს, რომ მოსამართლე მერჩანის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ტრამპი სასამართლო სხდომაზე უნდა გამოცხადდეს მის ინაუგურაციამდე 20 იანვარს მხოლოდ 10 დღით ადრე, რაც უპრეცედენტოა აშშ-ს ისტორიაში.
ტრამპამდე აშშ-ის არც ერთ პრეზიდენტისთვის არ წაუყენებიათ ბრალი, ასევე არც ერთი პრეზიდენტი დანაშაულისთვის ნასამართლევი არ ყოფილა.
2024 წლის მაისში ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო 34-ვე ბრალდებაში, რომლებიც ბიზნესის ჩანაწერების გაყალბებასა და პორნოვარსკვლავი სტორმი დენიელსის გაჩუმებისთვის ფულის გადახდას უკავშირდებოდა.
სასამართლოს გარეთ ტრამპმა რეპორტიორებთან კომენტარი გააკეთა, ვერდიქტს "სამარცხვინო" უწოდა და თქვა, რომ სასამართლო გაყალბებული იყო. მისივე თქმით, ის უდანაშაულოა.
„არაფერი დაგვიშავებია. უდანაშაულო ადამიანი ვარ. ნამდვილ განაჩენს ხალხი 5 ნოემბერს გამოიტანს. მთელი ჩვენი ქვეყანა ახლა გაყალბებულია. ეს გაკეთდა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ოპონენტის, პოლიტიკური ოპონენტის დასაზიანებლად“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა მაისში.
დენიელსის მტკიცებით, ტრამპთან სექსუალური კავშირის დამალვისთვის 2016 წელს საპრეზიდენტო კამპანიისას ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატისგან 130 000 დოლარი მიიღო. ტრამპი უარყოფდა დენიელსთან რამე სექსუალურ კავშირს.
საქმის განხილვა 2018 წელს დაიწყო.
ამერიკელმა მოსამართლემ ხუან მერჩანმა დეკემბერში უარყო ტრამპის მოთხოვნა სტორმი დენიელსისთვის ფულის გადახდის ბრალდების გაუქმების შესახებ.