აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად მაიკ ჯონსონი აირჩიეს. მან 218 ხმა მიიღო.
მანამდე, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე მხარდაჭერა მაიკ ჯონსონს გამოუცხადა.
დღეს რიგით 119-ე კონგრესმა მუშაობა დაიწყო და კანონმდებლებმა ფიცი დადეს. 2019 წლის შემდეგ პირველად, რესპუბლიკურ პარტიას კონგრესის ორივე პალატაზე სრული კონტროლი აქვს.
დღესვე დაგეგმილია საქართველოს შესახებ ორი კანონპროექტის ინიციირება.