ჰადოსნის ინსტუტუტის მკვლევარი ფიქრობს, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნებს, ვინც დემონსტრანტებზე ძალადობაში არიან მხილებულნი, სავიზო სანქციების გარდა, ეკონომიკური სანქციებიც უნდა დაუწესდეთ. ამის შესახებ კოფმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ასევე გასაგებია ის გარემოებაც, რომ სია, თუ ვის დაუწესდა სანქციები, არ საჯაროვდება, რადგან აქ მოულოდნელობის ეფექტი მუშაობს.
"სავიზო შეზღუდვებს უნდა გავცდენოდით. უნდა დაწესდეს ეკონომიკური სანქციებიც იმ ოფიციალური პირებისთვის, ვინც სამოქალაქო პირებს არბევს. ერთ-ერთი პრობლემა სამოგზაურო ვიზებთან დაკავშირებით ისაა, რომ არ ვიცით ეს ვის ეხება. მესმის ორივე მხარეს მყოფთა არგუმენტები. მათიც, ვინც ამბობს, რომ სახელები საჯარო არ უნდა იყოს. მოულოდნელობის ეფექტი უნდა ჰქონდეს, ყველამ უნდა იფიქროს, არის თუ არა ისიც ამ სიაში. მაგრამ, იმაშიც ვხედავ ღირებულებას, რომ საჯარო დასახელდნენ ამ სიაში მყოფები, რათა ქართელმა ხალხმა იცოდეს, ვინ არის სამიზნე და ვინ არიან ისინი, ვინც პასუხისმგებელია დემონსტრანტებზე თავდასხმაში, - ამბობს ლუკ კოფი.