დონალდ ტრამპმა სპეციალურ მისიებზე აშშ-ის წარმომადგენლის პოზიციაზე რიჩარდ გრენელი დაასახელა.
ტრამპის თქმით, გრენელი იმუშავებს საკითხებზე, რომლებიც მოიცავს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებს, მათ შორის ვენესუელას და ჩრდილოეთ კორეას.
„მოხარული ვარ წარვადგინო რიჩარდ ალენ გრენელი პრეზიდენტის ელჩად სპეციალურ მისიებში.
ჩვენ ვიმუშავებთ ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ვენესუელასა და ჩრდილოეთ კორეაში", - თქვა ტრამპმა.
მან დასძინა, რომ გრენელი "გააგრძელებს ბრძოლას მშვიდობისთვის ძალის მეშვეობით და ყოველთვის დააყენებს ამერიკას პირველ ადგილზე".
რიჩარდ გრენელი მანამდე დაზვერვის უფროსი იყო.