რა უნდა ვისაუბროთ ადამიანზე, რომელსაც რომ ჰკითხო ტომ სოიერი ვინ არიო, გკითხავს რომელ გუნდში თამაშობდაო? - ამის შესახებ კოალიცია ძლიერი საქართველოს“ წევრმა ვახტანგ სურგულაძემ „ფორმულას“ ეთერში „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას განაცხადა
"სხვათა შორის, ხვალიდან ბურთებიც აიკრძალება ალბათ, როგორც ვხედავ, აგერ ბურთები მოვიტანეთ და პიროტექნიკაში გავა.
რა უნდა ვისაუბროთ ადამიანზე, რომელსაც რომ ჰკითხო ტომ სოიერი ვინ არიო, გკითხავს რომელ გუნდში თამაშობდაო ? აი ეს არის ჩვენი პრობლემა" - თქვა ვახტანგ სურგულაძემ „ფორმულაზე“ ჩართვისას, რომელიც პარლამენტთან აქციაზე იმყოფება.