ოპერის მომღერალი პაატა ბირჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ვახშამზე იყო მიწვეული.
„გუშინ მქონდა პატივი მიწვეული ვყოფილიყავი პრეზიდენტ Donald Tramp-ის რეზიდენცია The Mar a Lago Club-ში ვახშამზე სადაც ესწრებოდა თვითონ, მისი ახალი ადმინისტრაცია და ბევრი პატივცემული სტუმარი.მქონდა საშუალება შევხვედროდი და გავსაუბრებოდი ბევრ მათგანს.მათ შორის პეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს Stephen Miller - ს. დიდი სიამოვნება იყო Elon Musk - ის გაცნობაც.
ძალიან გამახარა მათმა შეფასებამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე“, - წერს პაატა ბურჭულაძე.