საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს.
პროცესი პარლამენტის შენობაში, პლენარული სხდომების დარბაზში, 09:00-ზე დაიწყო.
არჩევნები ახალი სისტემით ტარდება. პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ირჩევს.
საარჩევნო კოლეგიის 211 წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. პირველ ტურში კანდიდატის ასარჩევად 200 ხმოსნის მხარდაჭერაა საჭირო.
საარჩევნო კოლეგია საქართველოს პარლამენტის, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების და საკრებულოების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული სხვა პარტიები არც პარლამენტის და არც საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.