ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
კასპარ ფელდკამპი წერს, რომ ევროკავშირს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოსთხოვენ.
"საქართველოში მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პოლიტიკოსების დაკავება მიუღებელია. სწორედ ამიტომ, ნიდერლანდები მოუწოდებს ევროკავშირს, შეაჩეროს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები. კარგია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკვე დააწესეს ინდივიდუალური შესვლის აკრძალვები. " წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი.