თბილისში, თავისუფლების მოედანთან დააკავეს მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი, პარტია "ახალის" წევრი დავით დათუნაშვილი და პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ოპოზიციის წევრები იყვნენ შეკრებილები. მათი შეკრების პარალელურად სასტუმროსთან მობილიზებული იყო როგორც პოლიცია, ასევე სპეცრაზმის წევრები და ნიღბიანი პირები.
ადგილზე მყოფი ადამიანები და ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას აქ პროვოკაციებისთვის მობილიზებული ჰყავდა ასევე "ტიტუშკები."
ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელიზვიად ხარაზიშვილიც.
შეგახსენებთ, პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა პარტია "ახალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა გვარამია და პარტია "დროას" წევრი გელა ხასაია. ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონის" ლიდერი ზვიად ცეცხლაძე.ასევე დაკავებულია დღესვე ჩხრეკა ჩატარდა არაერთი პოლიტიკური პარტიის და ორგანიზაციის ოფისებში, აქტიური მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებში.
შსს-ს განცხადებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 7 პირი დააკავეს, ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები.