არის სრული ერთობა იმისთვის, რომ ივანიშვილს ქვეყანა რუსეთში არ გავატანოთ, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების კონსულტაციების დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინდა გითხრათ, რომ არის სრული ერთობა იმისათვის, რომ ეს ქვეყანა არ გავატანოთ ბიძინა ივანიშვილს რუსეთში. არცერთი ნაბიჯი არ იქნება უკან გადადგმული. გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა მშვიდობიანი ფორმით. მე რამდენიმე დღის წინ განვაცხადე, რომ მიდის პროვოკაციების დაგეგმვა, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, რათა დავიცვათ ამ კრიმინალების მიერ დაჩეხილი ახალგაზრდები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავათავისუფლოთ ეს პოლიტპატიმრები. ქვეყანაში ივანიშვილი ტერორს ამყარებს და ამის საშუალებას არავინ არ მივცემთ", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ოთხი პარტიის ლიდერებმა კონსულტაციები გამართეს. შეხვედრაზე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის, "ძლიერი საქართველოს", "კოლიცია ცვლილებებისთვის" და "გახარია საქართველოსთვის" ლიდერები იმყოფებოდნენ.