უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატები ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ და სანქციების დაწესებას ითხოვენ, ყველა ქართველი თანამდებობის პირის მიმართ, ვინც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში მონაწილეობს.
კადრებში, რომელსაც რადას დეპუტატი, სოლომია ბობროვსკა სოციალურ ქსელში ავრცელებს, ჩანს, რომ დეპუტატებმა პარლამენტში საქართველოს დროშები გაშალეს და რადას სპიკერს მიმართეს საპარლამენტო არჩევნების არაღიარების შესახებ დადგენილება დაუყოვნებლივ მიიღოს.
"გვტკივა იმის დანახვა, თუ როგორ იბრძვის საქართველო რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა სრული და უდავოა! ჩვენ იგივე რუსული სცენარი გავიარეთ 2013 წელს. ამიტომ მივმართავთ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერს, დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება საპარლამენტო არჩევნების არაღიარების შესახებ; - სანქციების დაწესება ყველა ქართველი თანამდებობის პირის მიმართ, ვინც ძალა გამოიყენა მომიტინგეების წინააღმდეგ. ქართველო მეგობრებო, იბრძოლეთ გამარჯვებისთვის, თორემ რუსები მსოფლიო რუკაზე არ დაგტოვებენ", - წერს დეპუტატი.