ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე კიდევ ერთხელ ეხმიანება თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.
"გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა. ამაღამ ხელისუფლება ავიწროებს და თავს ესხმის საკუთარ მოქალაქეებს, მათ იმედებსა და იდეალებს. ერთ-ერთი სწორედ ევროკავშირი გაწევრიანების ოცნებაა"- წერს ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში.