„ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია შალვა პაპუაშვილი.
როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანდიდატურები პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი. არ იქნება ალბათ განსაკუთრებული სიურპრიზი, რომ ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე, რაც, ბუნებრივია, პოლიტსაბჭოს მხრიდან სრულად იქნა მხარდაჭერილი“, – აღნიშნა მდინარაძემ.