20 ნოემბერს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ უკრაინას 275 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გაუწევს.
პაკეტში შედის საბრძოლო მასალა HIMARS-ის სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო საბრძოლო მასალა, 60 მმ და 81 მმ ნაღმტყორცნები, დრონები, Javelin-სა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და TOW-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები.
გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს მცირე იარაღს და საბრძოლო მასალას, ფეთქებად საბრძოლო მასალას, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული თავდაცვის აღჭურვილობას და სათადარიგო ნაწილებსა და დამხმარე აღჭურვილობას.
„აშშ გააგრძელებს მუშაობას ალიანსის დაახლოებით 50 წევრთან და პარტნიორთან უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფისა და ასოცირებული კოალიციის შესაძლებლობების მეშვეობით, რათა დააკმაყოფილოს უკრაინის საჭიროებები ბრძოლის ველზე და დაიცვას რუსული აგრესიისგან“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.