ეს პროტესტი საერთოა, გელოდებით ყველას. ვიშლებით მთელი ქალაქის მასშტაბით და ნებისმიერ ვითარებაში, არ ვაძლევთ გასანძრევს "ქართულ ოცნებას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე საპროტეტსო აქციაზე განაცხადა.
"სახელმწიფოებრივად და ისტორიულად სწორი განაცხადება, რომელიც გააკეთა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, დიდი მადლობა მას ამისთვის.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი გადასარჩენი. ჩვენ თავებს არ ვითვლით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრნი. ჩვენ არ ვართ ვაკე-საბურთალოს პროტესტი, არც თბილისის, ჩვენ ვართ მთელი საქართველოს პროტესტი, არამარტო დღევანდელი თაობების, არამედ ჩვენი წინაპრების და ჩვენი მომავალი თაობების პროტესტი, ამიტომ მოვიდეთ, შევიკრიბოთ, გავიშალოთ და მთელი ქალაქის ტერიტორიაზე ვაჩვენოთ "ქართულ ოცნებას", რომ არ იქნება გაყალბებული არჩევნების შედეგად აღიარებული პარლამენტი, არამხოლოდ ჩვენი უცხოელი თანამეგობრობის, არამედ ქართველი ხალხის, თბილისის თუნდაც მიერ აღიარებული პარლამენტი.
გელოდებით ყველას. ვიშლებით მთელი ქალაქის მასშტაბით და ნებისმიერ ვითარებაში არ ვაძლევთ გასანძრევს "ქართულ ოცნებას", მის გაყალბებულ პარლამენტს, მოგონილ ხელისუფლებას და რუსულ რეჟიმს. ჩვენ მივდივართ ევროპაში, მივდივართ ვარაზის ხევის, გმირთა მოედნის, სანაპიროების, ბათუმის, ქუთაისის და ყველა იმ გზის გავლით, რომელიც ამ ქვეყანაშია. მივდივართ შავი ზღვის გავლით. ეს ქვეყანა ჩვენია. ყველა გზას დავიჭერთ ჩვენ. არ გაგატარებთ, არ მიგიშვებთ, არცერთ მიმართულებამდე, რომლითაც ქვეყანას წაიყვანთ რუსეთში. ჩვენი ადგილია აქ. ეს პროტესტი საერთოა, მოდით, გელოდებით, დავიკავოთ მთელი ქალაქი იმიტომ, რომ ეს ქალაქიც, ეს ქვეყანაც და ამ ქვეყნის მომავალიც ჩვენია. ჩვენ მივდივართ ევროპაში, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.