"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის თეონა ჯაფარიძის პოსტიდან გადაყენებას ითხოვს.
თურაზაშვილი აცხადებს, რომ ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია, თუმცა მას უფლებამოსილება არ შეჩერებია.
საქმე ქეთევან თურაზაშვილის მამის, ალექსანდრე თურაზაშვილი გარდაცვალებას ეხება.
დეპუტატის თქმით, 23 ოქტომბერს თეონა ჯაფარიძემ მის მამას, ალექსანდრე თურაზაშვილს, რომელიც ამავე კომისიის წევრი იყო, სატელეფონო საუბარში შეურაცხყოფა მიაყენა, საუბრის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში თურაზაშვილი გარდაიცვალა.
„მოვითხოვ გიორგი კალანდარიშვილისგან, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს თეონა ჯაფარიძე სამსახურიდან იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია, მან ვეღარ შეძლოს სხვა ადამიანების დაზიანება და ასევე სხვებისთვის იყო მაგალითი რომ ამ ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება უტიფრობა, უპასუხისმგებლობა, უზრდელობა“, - განუცხადა ქეთი თურაზაშვილმა მედიას.