პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს.
"მოლდოვის მხარემ საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან გამოხატა ღრმა უკმაყოფილება იმ დამახინჯებული და შეცდომაში შემყვანი მანერის გამო, რომლითაც საქართველოს პრემიერმინისტრი მოლდოვის რესპუბლიკის ევროპულ ინტეგრაციასა და საარჩევნო პროცესზე საუბრობს" – წერს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ყოფნის დროს განაცხადა: „თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვა. თქვენ იცით, როგორ ჩატარდა არჩევნები. ქვეყანაში როცა აგებ არჩევნებს, მერე თამამად აღარ უნდა ისაუბრო, იგივე, როცა აგებ რეფერენდუმს, თან 45% აიღო მხოლოდ რეფერენდუმზე“.