შეიძლება, ეს იყოს ჩემი უკანასკნელი ვიზიტი საქართველოში, რადგან ვაპირებ, პოლიტიკიდან წასვლას. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ დავბრუნდე, როგორც საქართველოს მეგობარი, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე განაცხადა.
„გვაკრიტიკებენ თქვენს შიდა საქმეებში ჩარევის გამო. ჩარევაა თქვენს პრეზიდენტთან შეხვედრა? თამამ ქალბატონთან, ევროპელ ადამიანთან. ჩარევაა თქვენთან შეხვედრა? ამაყი ქვეყნის მოქალაქეებთან, რომლებიც იბრძვიან ევროპული ღირებულებებისთვის. ეს არ არის ჩარევა.
სრულად ვეთანხმები მმართველ პარტიას, რომელმაც გააკრიტიკა გლობალური ომის პარტია. დიახ, ასეთი გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს გლობალური ომის პარტია არის საფრთხე არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენი ბალტიისპირეთის მეგობრებისთვის, გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის, ჩრდილოეთის ქვეყნებისთვის, ესპანეთისთვის, იტალიისთვის, საბერძნეთისთვის, რუმინეთისთვის, ბულგარეთისთვისაც. ეს გლობალური ომის პარტია არის რუსეთი. თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენც გავიმარჯვებთ. თუ თქვენ გადარჩებით, ევროკავშირშიც გადავრჩებით.
შეიძლება, ეს იყოს ჩემი უკანასკნელი ვიზიტი საქართველოში, რადგან ვაპირებ, პოლიტიკას გამოვეთიშო. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ დავბრუნდე, როგორც საქართველოს მეგობარი. მინდა, ვთქვა მიზანი მიღწეულია. დემოკრატია ცოცხალია არა მმართველი პარტიის, არამედ თქვენი წყალობით. არ დამებდეთ უკან. ჩვენ თქვენთან ვართ. გთხოვთ, გადადგით გადამწყვეტი ნაბიჯი გაერთიანებული ევროპისკენ. ჩვენ გვჭირდებით. თქვენი ადგილი ევროპის გულშია“, – განაცხადა როთმა.