რუსთაველის გამზირზე აქცია„ჩვენ ვართ ევროპა“ დასრულდა.
შეკრებილ საზოგადოებას ქართული ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სიტყვით მიმართეს 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა. დემონსტრანტები დელეგაციის წევრებს ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ.
აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა.
პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების დანიშნვნას ითხოვენ.
ფოტო "დაიტოვე"