ვიღაც ცდილობს რომ თქვენი თავისუფლება წაიღოს, ვიღაც ცდილობს, თქვენი დემოკრატია წაიღოს, თქევნი ქვეყანა, თქვენი წევრობა ევროკავშირსა და NATO-ში, არ დანებდეთ. იბრძოლეთ! – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.
"ვიღაცა ცდილობს რომ თქვენი თავისუფლება წაიღოს, ვიღაცა ცდილობს რომ თქვენი დემოკრატია წაიღოს. თქვენი ქვეყანა, თქვენი წევრობა ევროკავშირსა და NATO-ში, არ დანებდეთ. იბრძოლეთ! თქვენი თავისუფლებისთვის, იბრძოლეთ თქვენი დემოკრატიისთვის, იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის, იბრძოლეთ თქვენი წევრობისთვის ევროკავშირსა და NATO-ში და გახსოვდეთ, არ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ორბანისეული გზა. არ არსებობს რუსული ოცნება, არსებობს ევროპული ოცნება და თქვენ ამ ევროპის ნაწილი ხართ. არის, ესტონეთის გზა, პოლონეთის გზა, გერმანული გზა, ფრანგული გზა. თქვენ უნდა იყოთ საუკეთესო რომ ევროპაში შეხვიდეთ. გეგმა უნდა გქონდეთ, დანერგეთ ეს გეგმა. იმუშავეთ ამაზე, იმიტომ რომ ეს ტყუილად არავის ეძლევა. თავისუფლება უბრალოდ არავის ეძლევა. უნდა დაიმსახუროთ, მძიმე შრომით, 24 საათის განმავლობაში და ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით ამ გზაზე. თქვენ ხართ ევროპა" - განაცხადა პავილიონისმა.