ჩვენ ვართ ძალიან მადლიერი, რომ მოგვეცა შანსი, დავბრუნებულიყავით საქართველოში. ქვეყანაში, რომელიც სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა, - ამ სიტყვებით მიმართა გერმანიის ბუდნესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.
„ძვირფასო ქართველებო, ჩვენ ვართ ძალიან მადლიერი, რომ მოგვეცა შანსი, დავბრუნებულიყავით საქართველოში. ქვეყანაში, რომელიც სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. გასაგებია, რომ ჩვენი ჩამოსვლით მმართველი პარტია და მთავრობა არ არის გახარებული, მაგრამ ჩვენ ჩამოვედით ქვეყანაში, რომელიც არის ევროპის ნაწილი და უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ ისინი გვაკრიტიკებენ, რომ თითქოს, ვერევით ქვეყნის შიდა საქმეებში.
შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, ძალიან მამაც ქალბატონს, რომელიც იბრძვის თქვენთან ერთად ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის. ძალიან დიდი პატივია, რომ შეგხვდეთ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ამაყი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან ევროპული ღირებულებებისთვის და წართმეული არჩევნების დაბრუნებისთვის.
ამ ქვეყანას სურს, გახდეს დიდი გაერთიანების წევრი. სწორედ ამიტომ ვართ აქ ჩვენ დღეს. იმიტომ ვართ, რომ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და გითხრათ მადლობა თქვენი სიძლიერისთვის, ბრძოლისთვის. მეგობრებო, არ დანებდეთ. ჩვენ ვართ თქვენთან ერთად. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ სოლიდარობას თქვენდამი", - ამბობს მიხაელ როთი.